თბილისში ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ბაკიტჟან საგინტაევი ჩამოვა

დღეს ბათუმიდან თბილისში ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ბაკიტჟან საგინტაევი ჩამოვა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. დაგეგმილ შეხვედრაზე, წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე ხელშეკრულებაც უნდა გაფორმდეს, თუმცა კონკრეტული დეტალები ცნობილი არ არის.
დღესვე, 12:00 საათისთვის, სასტუმრო „თბილისი მერიოტში” საქართველოსა და ყაზახეთის სამთავრობო უწყებების გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ბაკიტჟან საგინტაევი დაესწრებიან.
ყაზახეთის ვიცე-პრემიერი უკვე იმყოფებოდა ბათუმში, მას მასპინძლობა შავიზღვისპირა ქალაქში საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გაუწია. „ყველა ის თემა, რომელიც არის ჩვენს ქვეყნებს შორის გადასაწყვეტი, დაიხუროს,“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა სარფის საბაჟო, ნავთობტერმინალი და ბათუმის პორტი დაათვალიერა. დღის ბოლოს კი ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები