გიორგი აბაშიშვილი: პარლამენტის მიერ კობა გვენეტაძის მხარდაჭერა საკითხისადმი პროფესიული მიდგომის ხაზგასმაა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის წევრთა გადაწყვეტილება, სადაც კობა გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს, საკითხისადმი პროფესიული მიდგომის ხაზგასმაა, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
აბაშიშვილი იმედოვნებს, რომ გვენეტაძის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც მხარს დაუჭერენ.
„დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის წევრთა გადაწყვეტილება, სადაც კობა გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს, საკითხისადმი პროფესიული მიდგომის ხაზგასმაა, ვინაიდან კობა გვენეტაძე საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა. აქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმები – განათლება, კვალიფიკაცია და პოლიტიკისგან თავისუფლება, ანუ აპოლიტიკურობა. ეს იყო სწორედ ის, რასაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ანალოგიური გზა წინ გველოდება, როდესაც საკითხი პლენარული სხდომაზე გავა“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში საკითხს კენჭი უყარეს კითხვით – ვინ უჭერდა მხარს გვენეტაძის კანდიდატურის პლენარულ სხდომაზე განხილვას. კენჭისყრის შედეგად, გვენეტაძის საკითხს მხარი რვა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი – ერთი წავიდა.