რუსმა სამხედროებმა აფხაზი “ტერორისტები” გაანადგურეს

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მზვერავებმა აფხაზეთიდან შეჭრილი ტერორისტთა პირობითი ჯგუფი გაანადგურეს. წვრთნები ოკუპირებული აფხაზეთის ცაბალის პოლიგონზე გაიმართა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იტყობინება.
წვრთნებში ჩართულები იყვნენ: ჯავშანტრანსპორტიორები, „ბტრ-82“, ასევე „დოზორის“ და „კამაზის“ ტიპის ავტომანქანები.
რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში განაცხადეს, რომ წვრთნების ბოლოს მზვერავები ხელჩართული ბრძოლის ფლობის გამოცდას, ასევე დაზვერვის ტექნიკური საშუალებების – ლაზერული ხელსაწყოების, დაზვერვის რადიოსალოკაციო სადგურის და კავშირგაბმულობის თანამედროვე ციფრული საშუალებების ფლობის ნორმატივებს ჩააბარებენ. გარდა ამისა, რუსი სამხედროები ჯავშანტრანსპორტიორის, სნაიპერის შაშხანით და ტყვიამფრქვევით საბრძოლო სროლას განახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები