გალის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში კარანტინია გამოცხადებული

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ორ სკოლასა და ორ საბავშვო ბაღში კარანტინი 25 თებერვლამდე გაგრძელდა, – ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ შეატყობინა.
„გალის რაიონში გრიპის ბევრი შემთხვეა დაფიქსირდა. ორკვირიანი კარანტინის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ზოგიერთ პაციენტს ავადმყოფობა გაურთულდა, მათ შორის ბევრი ბავშვია“, – განაცხადა ნადარაიამ. მისი ინფორმაციით. მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან გალის საავადმყოფოებს 163-მა ადამიანმა მიმართა, მათ შორის 81 ბავშვია. ათს სუნთქვის პრობლემები და ფილტვების ანთება ჰქონდა, აქედან ორი სამკურნალოდ საქართველოს ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები