საგარეო უწყება ბოსნია – ჰერცეგოვინას მიერ ევროკავშირში ოფიციალური განცხადების წარდგენას მიესალმება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოსნია – ჰერცეგოვინას მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით ოფიციალური განცხადების წარდგენას მიესალმება.
“მნიშვნელოვანია, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინას მაგალითზე ევროკავშირის გაფართოების პროცესი თანამიმდევრულად გრძელდება, რაც ძლიერი სტიმულია საქართველოსთვის, რომელიც ცალსახად ისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“,- აცხადებენ უწყებაში.