პრემიერ-მინისტრი: 2017 წელს ახალი საპენსიო სისტემა დაიწყებს ფუნქციონირებას

2017 წელს ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი საპენსიო სისტემა, რომლის მოდელიც მზად არის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ასევე მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის რეფორმა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი საპენსიო სისტემა, რომლის მოდელიც მზად არის. ჩვენ ახლა საკანონმდებლო პაკეტზე ვმუშაობთ. ამასთან, მნიშვნელოვანია ასევე, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელიც პარალელურად განხორციელდა. ეს ორი ფუნდამენტური რეფორმა არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის. აქვე, მინდა ვთქვა, რომ მთავრობა – კონკრეტულად, მე ვგეგმავ, რომ პირადად ჩავერთო ქვეყნის გარეთ საინვესტიციო ვიზიტებში იმისთვის, რომ მოხდეს არა მხოლოდ ქვეყნის საინვესტიციო გარემოს პრომოცია, არამედ მოხდეს კონკრეტული პროექტების პრომოცია, რათა ინვესტორები მოვიზიდოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები