გიორგი კვირიკაშვილი: კომპანიებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უნდა მიეწოდოს ყველა სერვისი
კომპანიებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უნდა მიეწოდოს აბსოლუტურად ყველა სერვისი, რომ სამინისტროებში ბიზნესმენებმა აღარ იარონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რეფორმების მეორე ბლოკი მმართველობით რეფორმას მოიცავს. მისივე თქმით, იურიდიული პირებისთვისაც, კომპანიებისთვისაც „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უნდა მოხდეს აბსოლუტურად ყველა სერვისის მიწოდება.
“იურიდიული პირებისთვის, კომპანიებისთვისაც „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უნდა მოხდეს აბსოლუტურად ყველა სერვისის მიწოდება იმისთვის, რომ სამინისტროებში აღარ იარონ ბიზნესებმა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა სერვისი თანდათანობით ციფრულ სივრცეში უნდა იქნას ხელმისაწვდომი. “ფიზიკური სივრცის გარდა, მე ციფრულ სივრცესაც ვგულისხმობ იმისთვის, რომ ყველა სერვისი უკვე თანდათანობით ციფრულ სივრცეში იქნას მისაწვდომი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.