დიმიტრი ქუმსიშვილი, ყაზახეთის დელეგაციასთან ერთად, აჭარას ეწვევა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარას დღეს ყაზახეთის ვიცე-პრემიერი, ბაკიტჟან საგინტაევი ეწვევა.
სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას ბათუმში, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უმასპინძლებს.
სტუმრები სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტს დაათვალიერებენ, ეწვევიან ასევე ბათუმის ნავთობტერმინალს, ასევე გაიმართება ორმხრივი მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო-სატრანზიტო საკითხებზე. მოლაპარაკებებს, დიმიტრი ქუმსიშვილი, ბაკიტჟან საგინტაევი, არჩილ ხაბაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.