ავსტრიამ საქართველო „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში შეიყვანა

ავსტრიის ხელისუფლებამ საქართველო „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში შეიყვანა. ამის შემდეგ ლტოლვილის სტატუსის მიღება ამ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალზე რთული გახდება.
სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ავსტრიის ხელისუფლებამ მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად მიიღო. საქართველოს გარდა, ამის სიაში ალჟირი, განა, მაროკო, მონღოლეთი და ტუნისი მოხვდნენ. ეს ქვეყნები ბოსნიას, კოსოვოს, ხორვატიას, მაკედონიას, მონტენეგროს, სერბეთს და ალბანეთს მიემატნენ, რომლებიც „უსაფრთხო ქვეყნებად“ ავსტრიამ ადრე აღიარა.
საქართველოს და სხვა უსაფრთხო ქვეყნების მოქალაქეების განაცხადებები თავშესაფრის მიღების შესახებ მაქსიმუმ 10 დღეში იქნება განხილული. სირიისა და იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ამისთვის დაახლოებით ერთი თვეა აუცილებელი. ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თავშესაფრის მიცემა იმ პირებისთვის, ვინც ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების გამო ჩადის, მნიშვნელოვნად შემცირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები