კუბაში ამერიკული ქარხანა გაიხსნება

აშშ-ის ხელისუფლებამ ალაბამას შტატის ერთ-ერთ კომპანიას კუბაში ტრაქტორების ქარხნის მშენებლობის უფლება მისცა. ეს ქარხანა პირველი ამერიკული საწარმო იქნება კუბაში, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში გაიხსნა. აქამდე ამ პროცესს კუბის წინააღმდეგ ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციები ხელს უშლიდა.
ქარხნის მშენებლობა კომპანიას 5-დან 10 მილიონ დოლარამდე დაუჯდება. ქარხანა მინი-ტრაქტორებს გამოუშვებს, რომლებიც კუბელი ფერმერებისთვის ძალზე აუცილებელია. ბოლო დროს აშშ-სა და კუბას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა. გასულ წელს ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს, დეკემბერში მათ შორის რეგულარული ავიარეისები აღდგა, რის შემდეგაც კუნძულზე ჩასული ამერიკელი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. ამასთანავე, კუბის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური ემბარგო გაუქმებული არ არის. ჰავანა გუანტანამოდან ამერიკული სამხედრო ბაზის გაყვანას იხოვს. მხარეებმა ამ საკითხზე შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები