მამუკა კაციტაძე: დათქმული შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილთან კვირის ბოლოს გვექნება

პრემიერ-მინისტრისა და ინტერპარტიული ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება, – ამის შესახებ “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა.
კაციტაძემ ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პრემიერთან შეხვედრაზე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე იმსჯელებენ.
„ჩვენ კვირის ბოლოს გვექნება დათქმული შეხვედრა “ქართული ოცნების” ახალ ლიდერ გიორგი კვირიკაშვილთან, ფორმატის შექმნასთან და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. დღეს ვისაუბრებთ, როგორი გვექნება დღის წესრიგი, რეგლამენტი და ა.შ. უკვე ჩვენ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების საკომიტეტო მოსმენა გვქონდა და ამ პროექტთან დაკავშირებითაც ვიმსჯელებთ დღევანდელ დღეს”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები