კახა კალაძე ირანის ვიცე-პრემიერს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ირანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირანის ვიცე-პრემიერს შეხვდა.
კალაძის თქმით, საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანასთან დაკავშირებით შეხვედრები კიდევ გაიმართება.
“გვექნება ბუნებრივ აირთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრა, ვისაუბრებთ რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ფასები. ირანიდან ბუნებრივი აირის შემოტანა არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ ორი გზით. ეს არის ან აზერბაიჯანის გავლით ან სომხეთის გავლით”, – განაცხადა კალაძემ.
კახი კალაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ირანში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები