იაროსლავლში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა – არიან დაშავებულებიც

რუსეთის ქალაქ იაროსლავლში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში განუცხადეს.
აფეთქების შედეგად კიდევ ცხრა ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. მაშველების თქმით, ნანგრევებში შეიძლება კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი იყოს მოყოლილი. მათი ძებნის სამუშაოები გრძელდება.
აფეთქება ღამის საათებში მოხდა. ამის გამო ხუთსართულიანი სახლის ერთ-ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ხუთი ბინა მთლიანად განადგურდა, ხოლო ათი სერიოზულად დაზიანდა.
წინასწარი ინფორმაციით, სახლში ბუნებრივი აირი აფეთქდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით, რასაც ადამიანების დაღუპვა მოჰყვა.
12746101_10205373565370226_536379053_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები