დმენისის მკვიდრმა საქართველოს მოქალაქე ე.წ. უშიშროების კომიტეტს ჩააბარა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ დარღვევისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
როგორც სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება, რუსთავის მკვიდრი, 41 წლის მამაკაცი ცხინვალში ჩასვლას გეგმავდა და სოფელ დმენისთან ცხინვალში მიმავალი ავტომანქანა გააჩერა. თუმცა ავტოსადგურის ნაცვლად დმენისის მკვიდრმა ქართველი ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტში მიიყვანა, სადაც ის დააკავეს.
ე.წ. უშიშროების კომიტეტმა დმენისის მკვიდრს, რომელმაც საქართველოს მოქალაქის დაკავებას ხელი შეუწყო, გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამჯერად ოკუპირებული რეგიონის სამსახურები გამოძიებას აწარმოებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები