ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი უხელმძღვანელებს

მარტის ბოლოს ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად, გადაწყდა, რომ სამიტზე საქართველო წარმოდგენილი იყოს პრეზიდენტის სახით.
“ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად, გადაწყდა, რომ საქართველო წარმოდგენილი იყოს პრეზიდენტის სახით და, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი გაემგზავრება ამ სამიტზე”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
მისივე ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
“ამჟამად მიმდინარეობს პროგრამაზე, ორმხრივი შეხვედრების დაგეგმასა და დელეგაციის შემადგენლობაზე მუშაობა, რის შესახებასაც საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება”, – აღნიშნა ფხალაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ში ბირთვული უსაფრთხოების სამიტი 31 მარტს არის დაგეგმილი. მასზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რამდენიმე თვის წინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები