იან კელი: ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის კუთხით, ამერიკა მზად არის, საქართველოს დაეხმაროს

ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის კუთხით, ამერიკა მზად არის საქართველოს დაეხმაროს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა. იან კელის თქმით, საქართველო აღნიშნულ საკითხს აღიარებს და მის მოგვარებას ცდილობს.
“მნიშვნელოვანია ამ კუთხით უსაფრთხო გარემოს შექმნა, სადაც მუქარის ქვეშ მყოფი ოჯახის წევრები მიიღებენ საზოგადოებისგან და სახელმწიფოსგან თავშესაფარს. ხელმისაწვდომი იქნება ჯანმრთელობისთვის აუცილებელი, ასევე მართლმსაჯულებისთვის გათვალისწინებული პირობები. საქართველო აღიარებს ამ საკითხის მნიშვნელობას და ცდილობს, რომ ეს საკითხები მოაგვაროს. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი დახმარება გავუწიოთ”, – განაცხადა ამერიკის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები