ბოლნისის, გორისა და ოზურგეთის რაიონულ სასამართლოებს ახალი მოსამართლეები ჰყავს
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა ფიცი სამმა კურსდამთავრებულმა დადო. ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ პაატა ფხალაძე აირჩიეს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ – ვალერიან ფილიშვილი, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ კი – ნანა ჯოხაძე.
ისინი მოსამართლედ 12 თებერვალს ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩიეს.