იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიის განვითარებაზე სამუშაო შეხვედრები გაიმართა

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLOG) პროექტის მხარდაჭერით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიის განვითრების სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, შეხვედრას ექსპერტი დაფირ კრამერი, როტერდამის სტრატეგიული აკადემიის კონსულტანტი უძღვებოდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს სტრატეგიის ზოგადი პრინციპები და აღნიშნულის კონტექსტში გააანალიზეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეები ეფექტური სტრატეგიის შემუშავების მიზნით. ორდღიან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები