ბაია გადაბაძემ საჯარო რეესტრს კიდევ ერთხელ მიმართა

ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ საჯარო რეესტრს კიდევ ერთხელ მიმართა. გადაბაძე საჯარო რეესტრს სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ აწვდის ინფორმაციას “მაესტროს” პარტნიორთა კრების ოქმის გაუქმების თაობაზე, რომლის თანახმადაც, ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად დაინიშნა.
“პარასკევს, სამუშაო საათების ამოწურვამდე 3 წუთით ადრე, ირაკლი კორძახიამ რეესტრში შეიტანა სასამართლოს პირველადი განჩინება, რომლის მიხედვითაც, ჩემი მოთხოვნა კრების ოქმის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ეს ძალიან კარგად იცის რეესტრმა და მეორე ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ელოდება. პირველადი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და რეესტრს სწორედ ეს ვაცნობე, რომ არ მოხდეს გაჩეჩილაძის დარეგისტრირება, რადგან საჩივარი მაქვს დაწერილი მეორე ინსტანციაში”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.
ცნობისთვის, გაჩეჩილაძეების ადვოკატი ირაკლი კორძახია კი, ლევან გაჩეჩილაძის “მაესტროს” დირექტორად რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრისგან პასუხს დღეს ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები