მსოფლიოს საუკეთესო ქანდაკებებს შორის „ალი და ნინო“ დაასახელეს

მხატვარ თამარ კვესიტაძის მიერ შექმნილი „ალი და ნინოს“ ქანდაკება მსოფლიოს საუკეთესო ქანდაკებად დასახელდა. ქანდაკება ბათუმში 2010 წელს გაიხსნა.
7-მეტრიან ქალისა და მამაკაცის მოძრავ სკულპტურებს გარდასახვისთვის 40 წუთი სჭირდებათ, რათა ერთმანეთს შეუერთდნენ და სიყვარულისა და ერთიანობის სიმბოლოდ იქცნენ.
რჩეული ქანდაკებების ათეული ასე გამოიყურება:
1. “ალი და ნინო” – საქართველო, ბათუმი; 2. „სიყვარულის კედელი“ – საფრანგეთი, პარიზი; 3. „შეხვედრის ადგილი“ – დიდი ბრიტანეთი, ლონდონი; 4. „ჯულიეტას ქანდაკება“ – იტალია, ვერონა; 5. „რომეო და ჯულიეტა“ – აშშ, ნიუ – იორკი; 6. შადრევანი “შეყვარებულები ქოლგის ქვეშ” – ესტონეთი, ტარტუ; 7. „შერიგების სკამი“ – რუსეთი, მოსკოვი; 8. „კარლი და ემილია“ – რუსეთი, სანკტ-პეტერბურგი; 9. „სიყვარულის სფერო“ – რუსეთი, ჩელიაბინსკი; 10. „შეყვარებული ჩონჩხები“ – ტაილანდი, ჰონგ კაი.
საუკეთესო ქანდაკებების ათეული სიყვარულის დღესთან დაკავშირებით შედგა და მასში მხოლოდ ის ქანდაკებები გაერთიანდა, რომლებიც ყველაზე რომანტიკულია და შეყვარებულებს მხოლოდ საუკეთესო გრძნობებს აღუძრავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები