„ქართული თეატრი 2015 წელს“ – კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

16 თებერვალს, 15:00 საათზე, ილიაუნის თეატრში გაიმართება თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევის „ქართული თეატრი 2015 წელს“ პრეზენტაცია და
საუკეთესო ხუთეულების გამოვლენა 9 ნომინაციაში. უკვე მეხუთე წელია თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი ყოველი წლის დასაწყისში აჯამებს ქართული თეატრების (სახელმწიფო, მუნიციპალური, კერძო) განვლილი ერთი წლის მუშაობას, ავლენს და ასახელებს წლის პროდუქტიულ მსახიობებსა და რეჟისორებს, თეატრის მხატვრებს, ასევე ადგენს თეატრების და თეატრის მოღვაწეების პროფესიულ და სტატისტიკურ რეიტინგებს განვლილი ერთი წლის მაგალითზე. კვლევა დიდი პოპულარობით სარგებლობს თეატრის მოღვაწეებს შორის, რომელიც ემსახურება თეატრებისა და თეატრის მოღვაწეების მოტივაციის ამაღლებას, წახალისებასა და კონკურენციის გაზრდას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები