ამერიკელმა სენატორმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა

ამერიკელი სენატორი ჯორჯიის შტატიდან საქართველოსთან აშშ-ის კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას უჭერს მხარს, – ამის შესახებ სენატის რესპუბლიკური პარტიის წევრმა დევიდ ფერდიუმ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ამერიკელმა სენატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. როგორც დევიდ ფერდიუმ აღნიშნა, საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტების ინიცირებისა და კონგრესში მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს. თინათინ ხიდაშელი ამერიკელ სენატორს მიუნხენში, რიგით 52-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები