მიუნხენში, მედვედევის გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილმა დარბაზი დატოვა

ოდესის გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის გამოსვლის დროს დარბაზი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთ “ვედომოსტის” კორესპონდენტმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენში უსაფრთხოების 52-ე კონფერენცია 12 თებერვალს გაიხსნა, სადაც მთავარი საკითხები ევროპის თავდაცვის სისტემის კრიზისი, სირიის ომი, ტერორისტული დაჯგუფებების საქმიანობა და დევნილთა პრობლემებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები