ობამასა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც “ბი-ბი-სი” კრემლის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, ბარაკ ობამასა და ვლადიმერ პუტის შორის საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.
ობამამ და პუტინმა საუბრისას, სირიასა და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს.
ბარაკ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ ძალისხმევას უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის ზონისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.
რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას ერთიანი ანტიტერორისტული ფრონტი სირიაში. პუტინის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას მინსკის შეთანხმებათა შესასრულებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები