აკვაკულტურის განვითარების პროექტი იწყება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და კახეთის მხარის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა მეთევზეობის დარგის სპეციალისტებთან ერთად, კახეთის რეგიონში არსებული ტბორები დაათვალიერეს, ფერმერებს შეხვდნენ და აკვაკულტურის დარგის განვითარების კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა საქართველოში თევზის მეურნეობების განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის მზად იქნება.
საქართველოში აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ბალანსზე არსებული ტბორები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო–კვლევით ცენტრს გადაეცეს. მეცნიერები საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში არსებულ ბუნებრივ და ხელოვნერულ წყალსატევებში არსებულ თევზის მარაგებს შეისწავლიან. ტბორებში თევზის წარმოების განვითარებისთვის საჭირო სამეცნიერო კვლევები და სასელექციო–საჯიშე სახეობების გამოყვანა მოხდება, რაც ფერმერებსა და მეწარმეებისთვის თევზის ახალ სახეობებზე და მაღალხარისხიან ლიფსიტაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
წყალსატევებში განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, არსებული მდგომარეობის და საჭიროებების გათვალისწინებით, სპეციალისტები ქართველ ფერმერებს და თევზის მწარმოებლებს თანამედროვე ტექნოლგიების გაცნობასა და დანერგვაში დაეხმარებიან.
კახეთის რეგიონში თევზის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები