აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი: ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას სრულ მხარდაჭრას უცხადებს
ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას სრულ მხარდაჭრას უცხადებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა მრჩეველმა ევროპის საკითხებში ჩარლზ კუპჩანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო. ხაზი გაესვა რეფორმირების პროცესში აშშ-ის დახმარების მნიშვნელობას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს, მათ შორის კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ეკონომიკური თავისუფლების განვითარების თვალსაზრისით.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებს. მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკა.