დავით საგანელიძე: საარჩევნო წელი მოდის და კახა ოქრიაშვილს შეიძლება სხვა ინტერესები აქვს

საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის სიახლეებზე  “ბიზნეს კურიერის“ ეთერში საუბრისას „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ „კარგია“, როცა პარლამენტის წევრი, ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი ერევა ბიზნეს საკითხებში, მაგრამ მისივე თქმით, სასურველი იქნებოდა, ობიექტურიც რომ ყოფილიყო.
„არ ვიცი რატომ, თვითონ თქვა უარი „ჰუმანითი ჯორჯიასთან“ თანამშროლობაზე.  შეიძლება  იმიტომ, რომ საარჩევნო წელი მოდის და მას სხვა ინტერესები აქვს სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, იგივე „ავერსის“, „ჯიპისის“, „36.6“ და სხვების, რომლებიც მზად არიან ითანამშრომლონ ახალ კომპანიასთან“, – აღნიშნა საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები