გიორგი კვირიკაშვილი სლოვენიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს. გიორგი კვირიკაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბორუტ პაჰორის შეხვდა.
მტავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები იყო. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალს.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს.
ბორუტ პაჰორის თქმით, სლოვენია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში. მანვე გამოხატა ევროინტეგრაციის თვალსაზრისით გამოცდილების გაზიარების მზაობა.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვენიის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები