მიხეილ ჯანელიძე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს გუნარ ბრაგი სვეინსონის შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატო-ში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ვარშავის სამიტისთვის მზადება, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და რეგიონალური უსაფრთხოება. ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების და საქართველოსათვის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას.
მათივე ცნობით, მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობაზე. ასევე, განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა. ისლანდიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები