გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის პრეზიდენტს შეხვდა
გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის პრეზიდენტს, დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების საკითხებზე და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზე. ხაზი გაესვა გააქტიურებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მუშაობა ხელს შეუწყობს თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესს. აღინიშნა ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ლიტვის პრეზიდენტმა რეგიონის უსაფრთხოების თემებზე იმსჯელეს. ლიტვის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.