თეა წულუკიანი: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან კარგად არის მოტივირებული
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის განცხადებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან კარგად არის მოტივირებული.
ამასთან, მინისტრმა დაადასტურა, რომ საქართველოში მართლაც ჩამოვა ჯგუფი, რომელიც უკვე დაიწყებს ტექნიკურ დონეზე მუშაობას.
“ჩვენი მთავარი იარაღი და სამუშაო ინსტრუმენტი ამ საქმეში არის გამჭვირვალობა, თანამშრომლობა რომ შევძლოთ საერთაშორისო დონეზე და ამ სასამართლოს ფარგლებში მტკიცებულებებით ვაჩვენოთ, რომ 2008 წელს ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა, რომ ჩვენ არაერთი კულტურული მემკვიდრე და სულიერი კერა განადგურდა, რომ ჩვენი სამხედრო ტყვეები დაემქვემდებარნენ წამებას. მადლობა გადავუხადე მე პირადად ქალბატონ ბენსუდას იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან კარგად მოტივირებული და ისიც დამეთანხმა. ეს იყო საერთაშორისო კონფლიქტი, ქართველები იყვნენ მსხვერპლნი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველო”,- განაცხადა მინისტრმა.