შს მინისტრის მოადგილე ნატოს-ს კონტრ-ადმირალს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის II სამმართველოში (ბათუმი) ნატოს-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსს, კონტრ – ადმირალ ჯორჯო ლაციოს უმასპინძლა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სამომავლო გეგმებსა და პირადი შემადგენლობის გადამზადებისათვის ჩასატარებელ სწავლებებზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები