ბიძინა ივანიშვილი: თუ ყველა საბუთი არ იქნება, ხეების გადატანის სამუშაოები შეჩერდება

„ციხისძირში, ხეების გადარგვის პროცესი დროებით შეჩერდება“ – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ციხისძირში ყოფნისას განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილი ციხისძირში, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე მივიდა და პირადად დაათვალიერა გიგანტური ხეების გადატანის პროცესი.
„მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ყველა საბუთი არსებობს, ამიტომ უნდა გადავამოწმო, თუ ყველა შესატყვისი საბუთი არ იქნება, სამუშაოები შეჩერდება. ეს ხეები ნაყიდი მაქვს, კომპანია “ზიმომ” შეიძინა, რომელსაც ჩემთან აქვს კავშირი”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ბიძინა ივანიშვილს უთხრეს, რომ პოლიცია აქციის წევრებს პროტესტის გამოხატვის საშუალებას არ აძლევს და მის დაკვეთას ასრულებს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბიძინა ივანიშვილისგან ელოდებიან შესაბამის დოკუმენტაციის წარმოდგენას, თუ რის საფუძველზე ხდება ციხისძირში ხეების გადანერგვის პროცესი.
როგორც ცნობილია, გიგანტური ხეები ციხისძირიდან ურეკში, ოზურგეთის დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე უნდა გადაიტანონ. ხეების გადატანას ერთ კვირაზე მეტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და პარტიზანული მებაღეობა აპროტესტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები