მანანა კობახიძე: მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას პრობლემა არ შეექმნება
მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას პრობლემა არ შეექმნება – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროცედურულად ამ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით, სასამართლოს არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.
“აქ არის მეორე საკითხი, ანუ წინასწარ ძიების ეტაპაზე, როცა თავად მოწმის მოთხოვნით ხდება მისი წარდგენა სასამართლოში და ამ შემთხვევაში უკვე ამ პროცესში მოსამართლე მონაწილეობს. თავისთავად პროცედურულად ამ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით, სასამართლოს არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონდეს იმიტომ, რომ თუ მოსამართლეს მოწმის დაკითხვის პროცედურის შეეშინდება და ამისთვის უნარჩვევები არ აქვს, მაშინ გაუგებარია საერთოდ როგორ უნდა იყოს ის მოსამართლე. ასე რომ, რაიმე პრობლემას არ მხრივ ვერ ვხედავ. ვფიქრობ, რომ აქ უფრო ტექნიკური საკითხები იქნება მოსაწესრიგებელი, რომელიც სასამართლომ უნდა მოაწესრიგოს”, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, კანონის ამოქმედებასთან ერთად უნდა იყოს მოწესრიგებული სათანადო დარბაზების არსებობა.
“რა ვალდებულებაც არის სასამართლოს კომპეტენციაში, თუ რამე პრობლემა შეიქმნება ტექნიკურად, რა თქმა უნდა, ამისთვის არის შესაბამისი დეპარტამენტი, რომელმაც ეს უნდა უზრუნველყოს. თვითონ შინაარსობრივად ის, რომ მოსამართლემ მოწმის დაკითხვაში რაიმე პრობლემა დაინახოს ამ ახალი ნორმების ამოქმედებით, მე ამ საშიშიშროებას ვერ ვხედავ იმიტომ, რომ ყველაფრის ეჭვქვეშ და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნამდვილად არ შეიძლება”, – განაცხადა კობახიძემ.