ოკუპირებულ აფხაზეთში ყუბანის კაზაკთა სოხუმის განყოფილების ატამანი ვლადიმერ მოსკალენკო დაიღუპა
ყუბანის კაზაკთა სოხუმის განყოფილების ატამანი ვლადიმერ მოსკალენკო და მისი მოადგილე ვალერი ჯუმიადი ოკუპირებულ აფხაზეთში დაიღუპნენ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
როგორც „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში აცნობეს, მოსკალენკოს და ჯუმიადის ცდედრები ხრამში აღმოაჩინეს.
ე.წ. საგანგებო სიუაციათა მინისტრის მოადგილის ტიგრან დელიბალტიანის განცხადებით, ტრაგედიის მომენტში, დაღუპულები, სავარაუდოდ, ფეხით გადაადგილდებოდნენ, ხოლო მათი ავტომანქანა ოდნავ მოშორებით იდგა. მომხდარის ზუსტი მიზეზები უცნობია.
ვლადიმერ მოსკალენკო წარმოშობით გუდაუთის რაიონის სოფელ ბაკლანოვკიდან არის. 1992- 1993 წლებში ის ქართველების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა.