ე.წ. სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება განაახლა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალურმა პროკურატურამ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება განაახლა. სააგენტო „რეგნუმის“ ინფორმაციით, „განახლებულია საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის ტეროტირიაზე ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება“.
„საგამოძიებო ღონისძიებებების დროს რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურაში 2850 განცხადებაა შესული. ამჟამად მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს, სასაზღვრო სამსახურის, უშიშროების კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენელთა დაკითხვა. გარდა ამისა, იმ პირთა მხრიდან მონაცემების შეგროვება ხდება, რომლებიც საქართველოს აგრესიის მოგერიებაში მონაწილეობდნენ“, – განუცხადეს „რეგნუმს“ ე.წ. გენერალურ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ მას საერთაშიროსო გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი ეპარება. თიბილოვმა საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. თიბილოვის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ საერთაშორისო სასამართლომ ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ქართველების დეპორტაციის ფაქტები უნდა შეისწავლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები