ლევან გაჩეჩილაძემ საჯარო რეესტრიდან მეორე უარი მიიღო

ლევან გაჩეჩილაძეს საჯარო რეესტრმა ტელეკომაპნია “მაესტროს“ დირექტოროად დარეგისტრირებაზე უარი უკვე მეორედ უთხრა. შესაბამისი დოკუმენტი რეესრტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ ხარვეზი, რომლის გამოც ლევან გაჩეჩილაძეს პირველად უარი ეთქვა აღმოფხვრილი არ არის. გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ საჯარო რეესტრს ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირების მოთხოვნით მეორედ გუშინ მიმართა.
მანამდე კი უწყებამ მის დარეგისტრირებაზე უარი ბაია გადაბაძის განცხადების საფუძველზე უთხრა, რომელიც მოითხოვდა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ტელეკომპანიაში ახალი დირექტორი არ დანიშნულიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები