ლევან მურუსიძე: თუ მოსამართლეებს არ დავნიშნავდით, დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას მოუმზადებლები შევხვდებოდით

თუ მოსამართლეებს არ დავნიშნავდით, დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას მოუმზადებლები შევხვდებოდით, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩევლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ განუცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსამართლეთა დანიშვნა უნდა შეჩერდეს.
მურუსიძის თქმით, საბჭომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
“ყველას აქვს თავისი აზრი. ჩვენ რომ კონკურსი არ ჩაგვეტარებინა და მოსამართლეები არ დაგვენიშნა, მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს მოუმზადებლები შევხვდებოდით. ვფიქრობ, საბჭომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ახალმიღებულ კანონზე მყისიერი რეაგირება მოახდინა”, – განაცხადა მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები