ნინო გვენეტაძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერების გადაწყვეტილებას არ მიიღებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ პრეზიდენტის მრჩევლების განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.
გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დანიშვნის შეჩერების უფლება არ აქვს, ამასთან, როდესაც არის ვაკანსიები და მოსამართლეთა რაოდენობის ძალიან დიდი სიმცირეა, შეჩერება არის მიუღებელი.
“ძალიან მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომელიც საბჭოს დღეს გააჩნია, რეფორმის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისთვის მზად ვართ. გვაქვს ჩვენი წინადადებები, ამიტომ დანიშვნის რეფორმის პროცესი თუ დაიწყება, საბჭო აქტიურად მიიღებს მასში მონაწილეობას, შეჩერება არ არის რეფორმა, რეფორმა არის გამჭვირვალობის წესის და სხვა კრიტერიუმების ნათლად გაწერა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დანიშვნის შეჩერების უფლება არ აქვს, ამასთან, როდესაც არის ვაკანსიები და მოსამართლეთა რაოდენობის ძალიან დიდი სიმცირეა, შეჩერება არის მიუღებელი,” – განაცხადა გვენეტაძემ.
ნინო გვენეტაძე აღნიშნავს, თუ მოსამართლეები არ დაინიშნებოდნენ, მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობის გამო, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი ვერ ამოქმედდებოდა. მისივე თქმით, მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დაფიქსირებულია პოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში და საბჭო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის ხარვეზებიანი პროცესი უნდა შეჩერდეს. როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სისტემური რეფორმების გატარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები