იუსტიციის საბჭომ 22 მოსამართლე აირჩია

კენჭისყრის შედეგად საერთო სასამართლოების სისტემაში 30 ვაკანტურ ადგილზე 22 მოსამართლე გამწესდა – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ განაცხადა. მისი თქმით, 8 ადგილი კი კვლავ ვაკანტური დარჩა.
“დღეს დამთავრდა კონკურსის მესამე ეტაპი, ანუ კენჭისყრა. კენჭისყრის შედეგად საერთო სასამართლოების სისტემაში 30 ვაკანტურ ადგილზე 22 მოსამართლე გამწესდა, მათგან 8 არის ყოფილი მოსამართლე, 3 – იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული და 11 მოქმედი მოსამართლე. ვაკანტური დარჩა 8 ადგილი”, -განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაიმართა. კენჭისყრა კი დღეს დილიდან მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები