მებაჟეებმა არადეკლარირებული 2000 კოლოფი სიგარეტი „PARLIAMENT“ აღმოაჩინეს

მებაჟეებმა „ყაზბეგის“ საბაჟო – გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული 2000 კოლოფი სიგარეტი „PARLIAMENT“ აღმოაჩინეს.
როგორც „კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, პუნქტის კონტროლის ზონაში რუსეთის მხრიდან შემოსულ მიკროავტობუსში, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე გ.თ. მართავდა, ეჭვის საფუძველზე საბარგულის დათვალიერებისას მგზავრების ჩანთების ქვეშ გადამალული, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 4200 ლარი. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამომძიებო სამსახურის საგამოძებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები