ოპერისა და ბალეტის თეატრში „გორდას“ პრემიერა გაიმართება

დღეს, 20:00 საათზემ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საბალეტო დასი დავით თორაძის “გორდას” წარმოადგენს. საბალეტო წარმოდგენის დაწყებამდე, თეატრის ცისფერ დარბაზში წარმოდგენილი იქნება გამოფენა, რომელიც ასახავს ბალეტ “გორდას” ისტორიას.
“გორდა” საბალეტო დასის ხელმძღვანელის ნინო ანანიაშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით აღდგა. ბალეტის ახალ რედაქციაზე მუშაობდნენ საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორები; დეკორაციები დავით მონავარდისაშვილს, ხოლო კოსტიუმები ანა კალატოზიშვილს ეკუთვნის. “გორდას” რევაზ ტაკიძე უდირიჟორებს.
ცნობილი ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის ბალეტი ვახტანგ ჭაბუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1949 წელს დადგა. მთავარ როლს ამ ბალეტში ლეგენდარული მოცეკვავე და ქორეოგრაფი თავად ასრულებდა. “გორდა” ათეული წლის განმავლობაში იყო წარმოდგენილი თეატრის რეპერტუარში. მისი აღდგენა ბოლოს 1996 წელს მოხდა ზურაბ კიკალეიშვილის მიერ. ბალეტ “გორდას” პრემიერები, ასევე 13 და 14 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები