ბაქოში, ალიევის სასახლეში, ქართული კულტურის საღამო გაიმართება

საქართველოს კულტურის პალატა კიდევ ერთ საერთაშორისო ფესტივალს იწყებს. 9 მარტს ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის სასახლე ქართული საბავშვო ანსამბლების მონაწილეობით საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. 300-მდე ქართველი მონაწილე, აზერბაიჯანელ თანატოლებთან ერთად კონცერტს გამართავს და მაყურებლის წინაშე ქართულ კულტურასა და ხელოვნებას წარადგენს.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: ,,თამარიონი”, ,,ლომსიანთა”, “ცისკრის ვარსკვლავი”, ,,იბერიონი”, ,,ივერიანი”, ვაჟთა ხალხური საგუნდო ანსამბლი “მოძახილი”, გოგონათა საესტრადო და ვოკალურთა გუნდი “ლომსიანთა”.
ფესტივალი აზერბაიჯანში კულტურის პალატის წარმომადგენლის, სახალხო არტისტის, თარანა მურადოვას ორგანიზებითა და ანსამბლ ,,სუხიშვილების” ყოფილი მოცეკვავის, ეკა მამასახლისის კოორდინირებით იმართება.
ფესტივალი ყოველწლიური იქნება და სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. პროექტის ფარგლებში, ქართველ მონაწილეებს “ჰეიდარ ალიევის ფონდი” უამსპინძლებს, რომლის პრეზიდენტი აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევაა, ასევე ანსამბლის წევრებს აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები