გამოფენა – „კედელი, კედელი და სხვა“ გაიმართება

დღეს, 16:30 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში უკრაინელი მხატვრის, მატვეი ვაისბერგის გამოფენა: ,,კედელი, კედელი და სხვა” გაიმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ ბოლო 15 წლის მანძილზე შექმნილი 100 ნამუშევარი, რომლებიც რამდენიმე სერიაშია გაერთიანებული.
ერთ-ერთი გამორჩეული სერიაა: ,,კედელი 28.01. – 08.03.2014″, რომელიც ავტორმა 2014 წელს, კიევის მაიდანზე მომხდარ მოვლენებში უშუალო მონაწილეობის შემდეგ შექმნა.
აღნიშნული ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოიფინა; უკრაინაში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. გარდა ამისა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სერიები: ,,იუდეას უდაბნო” (2001), ,,კედელი” (2011) და ჯოტოს „ალეგორიები”. ამ სერიებში გაერთიანებული ნამუშევრები შთაგონებულია იერუსალიმით, ჰალს ჰოლბეინის გრავიურებითა და სცენებით თანახიდან, რომლებიც ძველი აღთქმის ქრისტიანული ინტერპრეტაციით არის შექმნილი. მატვეი ვაისბერგი უკრაინელი მხატვარი, ილუსტრატორია. ის ცნობილია როგორც თავისი ფერწერული ტილოებით, ისე გრაფიკული ნამუშევრებითა და წიგნის ილუსტრაციებით. გამოფენა 2016 წლის 6 მარტამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები