აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს 26 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ამის შესახებ „კვირას“ კომპანია black sea group-ის წარმომადგენელმა ზურაბ ორჯონიკიძემ განუცხადა.
აღნიშნული კომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. გარდაცვლილი სწორედ ამ კომპანიის თანამშრომელი იყო. იგი რაიონიდან იყო.
ორჯონიკიძის თქმით, კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო, თუმცა რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი, მისი თქმით, გამოძიება დაადგენს.
მომხდარზე კი გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები