„ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში“ – პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

16 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პროექტის – „ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში” პრეზენტაცია. პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ასოციაცია „ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის” პარტნიორობით, ევროპის ფონდის მხარდაჭერითა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით.
პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისთვის ინკლუზიური პროგრამების შემუშავებას, განხორციელებასა და მათ დამკვიდრებას საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
პროექტის ფარგლებში მომზადდება ადაპტირებული პროგრამა, რომელიც მოიცავს ვიზიტს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ექსპოზიციის დათვალიერებას, პრაქტიკულ შემოქმედებით აქტივობას, სახალისო თამაშებს. პროექტის დასასრულს შემუშავდება პეტიცია, რომელშიც აღწერილი იქნება მუზეუმებისა და გალერეების მნიშვნელობა ინკლუზიური განათლების სფეროში, მოყვანილი იქნება განხორციელებული პროექტის დადებითი გავლენა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების ინტეგრაციის მიმართულებით და მოთხოვნილი იქნება საქართველოს მუზეუმებში მსგავსი ტიპის პროგრამების დამკვიდრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები