ბაია გადაბაძემ რეესტრში მხარედ დარეგისტრირების თხოვნით განცხადება შეიტანა

ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ საჯარო რეესტრში მხარედ დარეგისტრირების შესახებ განცხადება შეიტანა. რეესტრის დატოვების შემდეგ გადაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში საშუალება ექნება, ყველანაირ ინფორმაციაზე ჰქონდეს წვდომა.
„მათ დამატებით შეაქვთ საჩივრები და განცხადებები. ცალკე რომ არ განიხილონ ისინი ჩემ გარეშე, სწორედ ამიტომ ვითხოვ, ამ საქმეში ვიყო მხარე. საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძეს უთხრა, რომ იმიტომ არ არეგისტრირებს, რომ მას აქვს ხარვეზი და ვიდრე ჩემი საჩივარი არ იქნება განხილული და სასამართლო პროცესი არ დასრულდება, მანამდე ვერ დაარეგისტრირებს დირექტორად. მე, ჩემი დღევანდელი განცხადების დაკმაყოფილების საფუძველზე საშუალება მექნება, პასუხი გავცე იმ შემთხვევაში, თუკი ისინი რაიმე განცხადებას ან საჩივარს გამოაქვეყნებენ და მექნება საშუალება, საქმესთან დაკავშირებით ყველაფრის საქმის კურსში ვიყო”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძის “მაესტროს” გენერალურ დირექტორად დარეგისტრირების პროცესი შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები