იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა არჩევის თაობაზე კენჭისყრა მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა არჩევის თაობაზე კენჭისყრა მიმდინარეობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლეებს ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩევენ. მოსამართლედ დანიშვნისთვის მოსამართლეობის კანდიდატმა საბჭოს წევრების მინიმუმ 10 ხმა უნდა მიიღონ. კენჭისყრა თბილისის, ასევე სხვადასხვა საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში არსებული ვაკანტური ადგილების შესავსებად მიმდინარეობს. მოსამართლის 30 ვაკანტურ ადგილზე დღეს 48 კანდიდატს უყრიან კენჭს. მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები