კახეთში მომხდარ ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიკროავტობუსისა და “ოპელის” მარკის ავტომობილების შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.
ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც”კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები