დაპირისპირება რუსთაველზე – დაჭრილია რამდენიმე პირი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე სუპერმარკეტ “სმარტის” დაცვის თანამშრომელსა და რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ინციდენტის გამო დაცვის თანამშრომელს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს. ასევე ფიზიკური დაპირისპირების გამო დაზიანება მიიღო დაცვის კიდევ რამდენიმე წევრმა.
როგორც “კვირას” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “სუპერმარკეტ სმარტთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს. სხეულის მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში 2 პირია გადაყვანილი. რაც შეეხება სისხლის გუბეებს, შემთხვევის ადგილას არც ერთი გუბე არ ყოფილა, რადგან დაშავებულებს მსუბუქი ჭრილობები აქვთ მიყენებული”, – აცხადებენ შსს-ში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები